USD2.5936−0.0007EUR2.9111+0.0070GBP3.4835+0.0014CHF3.1622−0.0085TRY0.0516−0.0001RUB0.031308−0.000176AZN1.5256−0.0005AMD0.007195+0.000009UAH0.05694−0.00013

როგორ ვაჩვენებთ აქციებისა და ETF-ების ფასებს

საიდან მოდის აქციებისა და ETF ფონდების ფასები GFX.GE-ზე, რამდენად ხშირად ახლდება, როგორ ითვლება ლარში და რას არ ვაჩვენებთ.

ფასები

აქციებისა და ETF-ების ფასები Finnhub-იდან მოდის (აშშ-ის ბირჟები). ბირჟის მუშაობისას ფასს დაახლოებით ყოველ 1.5 წუთში ვამოწმებთ, დაკეტილ ბაზარზე ყოველ 30 წუთში. ნაჩვენებია ბოლო გარიგების ფასი; ის შეიძლება რამდენიმე წამით ან წუთით ჩამორჩებოდეს ბირჟას. ბირჟის გახსნამდე და დახურვის შემდეგ ვაჭრობას (pre-market, after-hours) არ ვაჩვენებთ.

ლარში გადაყვანა

ფასი ლარში = ფასი დოლარში × ეროვნული ბანკის ოფიციალური USD/GEL კურსი. ბროკერის ან ბანკის გაცვლის კურსი განსხვავდება.

მაჩვენებლები

52 კვირის დიაპაზონი, P/E, EPS, ბეტა, დივიდენდის შემოსავლიანობა, წლიური დივიდენდი, გაცემის წილი და დივიდენდის ზრდა Finnhub-ის მონაცემებია და დღეში ერთხელ ახლდება. შემდეგი ფინანსური ანგარიშის თარიღი Finnhub-ის კალენდრიდანაა და შეიძლება შეიცვალოს.

ETF ფონდები

ფონდის სახელი, გამომცემი, ინდექსი, წლიური ხარჯი, დაარსების თარიღი და განაწილების სიხშირე გამომცემის ოფიციალური გვერდიდან ხელით გადავამოწმეთ (თარიღი ფონდის გვერდზე წერია). ფონდის შემადგენლობას და აქტივების მოცულობას ჯერ არ ვაჩვენებთ.

ისტორია

2026 წლის ოქტომბრიდან ფასს თავად ვინახავთ, ბირჟის მუშაობის საათებში ყოველ 5 წუთში. უფრო ძველი პერიოდი, 5 წლამდე, დღის დახურვის ფასია Yahoo Finance-ის დღიური მონაცემიდან (დივიდენდისა და გაყოფის კორექციის გარეშე, ისე როგორც ბირჟაზე იყო). ლარში ფასი იმ დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის კურსით ითვლება.

რას არ ვაჩვენებთ

ინდექსების (S&P 500, Nasdaq-100) მნიშვნელობას და დივიდენდის თარიღების კალენდარს ჯერ არ ვაჩვენებთ, რადგან ამ მონაცემის უფასო და ლიცენზირებული წყარო არ გვაქვს. არ ვაძლევთ ყიდვა-გაყიდვის რეკომენდაციას და არ ვაკეთებთ ფასის პროგნოზს.

ფასები და მაჩვენებლები საინფორმაციოა და მოდის Finnhub-იდან; ETF-ების მონაცემები გამომცემების გვერდებიდან. ლარში გადაყვანა ეროვნული ბანკის კურსით. ეს არ არის საინვესტიციო რჩევა, აქციების ყიდვის ან გაყიდვის რეკომენდაცია.

შედი GFX-ზე და არაფერი გამოგრჩეს

ან
Google-ით შესვლა