რას ვაკეთებთ
ვამოწმებთ 30 ორგანიზაციის კურსს რამდენიმე წუთში ერთხელ, ვაჩვენებთ ბოლო შემოწმების დროს და ვითვლით, სად არის კონკრეტული თანხის გაცვლა ყველაზე მომგებიანი. კურსების ნახვა უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს.
რას არ ვაკეთებთ
ვალუტას არ ვყიდით და არ ვყიდულობთ, ფულს არ ვინახავთ და არცერთ ბანკს ან გადამცვლელს არ ვწარმოადგენთ. ორგანიზაციის კურსი ყოველთვის მისი საიტიდან ან მისივე განაცხადიდან მოდის.
როგორ ვრჩებით დამოუკიდებლები
სარეკლამო ადგილები მონიშნულია და რიგითობაზე გავლენას არ ახდენს. ცხრილები მხოლოდ კურსის მიხედვით ლაგდება. დეტალურად წესები მეთოდოლოგიის გვერდზეა აღწერილი.
ვინ ქმნის GFX.GE-ს
GFX.GE შექმნილია ქართული ვებ-სტუდია Webu-ს მიერ. საიტის მონაცემების წყაროები და გამოთვლის წესები საჯაროა.