USD2.5936−0.0007EUR2.9111+0.0070GBP3.4835+0.0014CHF3.1622−0.0085TRY0.0516−0.0001RUB0.031308−0.000176AZN1.5256−0.0005AMD0.007195+0.000009UAH0.05694−0.00013

ამერიკული ბირჟის მუშაობის საათები თბილისის დროით

ავტორი:

NYSE და Nasdaq ნიუ-იორკის დროით 9:30-დან 16:00-მდე მუშაობს, ორშაბათიდან პარასკევამდე. საქართველოს დრო მთელი წელი UTC+4-ია, ნიუ-იორკში კი საათი ზაფხულში გადაიწევს, ამიტომ თბილისის დრო წელიწადში ორჯერ იცვლება.

თბილისის დროით

  • ზამთარში (ნოემბრის დასაწყისიდან მარტის შუა რიცხვებამდე): 18:30 - 01:00.
  • ზაფხულში (მარტის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე): 17:30 - 00:00.
  • შაბათ-კვირას ბირჟა დაკეტილია.

დამატებითი სესიები

Pre-market (გახსნამდე) და after-hours (დახურვის შემდეგ) ვაჭრობა ზოგ ბროკერთან ხელმისაწვდომია, მაგრამ მოცულობა მცირეა და ფასი უფრო მერყევია. GFX.GE ამ სესიების ფასს არ აჩვენებს: ნაჩვენებია ძირითადი სესიის ფასი.

დღესასწაულები

ამერიკულ დღესასწაულებზე (ახალი წელი, დამოუკიდებლობის დღე, მადლიერების დღე, შობა და სხვ.) ბირჟა დაკეტილია, ზოგ დღეს კი ადრე იხურება. ზუსტი კალენდარი ბირჟის ოფიციალურ გვერდზეა.

წყაროები

შედი GFX-ზე და არაფერი გამოგრჩეს

ან
Google-ით შესვლა