სად ჯობს დოლარის გაცვლა: 6 ნაბიჯი სწორი შედარებისთვის
ავტორი: ოთარი თევდორაშვილი
არ არსებობს ერთი ბანკი ან გადამცვლელი, რომელიც დოლარის გაცვლისთვის ყოველთვის საუკეთესოა. საუკეთესო შეთავაზება დღის განმავლობაში იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, ყიდი თუ ყიდულობ, რა თანხას ცვლი, რომელ ქალაქში ხარ და რომელი არხით ცვლი. ქვემოთ მოცემული მეთოდით ნებისმიერ დროს იპოვი საუკეთესო ვარიანტს.
1. განსაზღვრე მიმართულება
დოლარს ყიდი თუ ყიდულობ? ჩაბარებისას ეძებ ყველაზე მაღალ ყიდვის კურსს, ყიდვისას ყველაზე დაბალ გაყიდვის კურსს. ერთი და იგივე ორგანიზაცია ერთ მიმართულებაზე შეიძლება საუკეთესო იყოს, მეორეზე კი არა.
2. დაითვალე შენს თანხაზე
კურსებს შორის სხვაობა მცირე ჩანს, მაგრამ თანხაზე მრავლდება: 0.01 ₾ სხვაობა 1 000 დოლარზე 10 ლარია, 10 000 დოლარზე კი 100 ლარი. ამიტომ შეადარე ის, რამდენ ლარს მიიღებ ან გადაიხდი, და არა მხოლოდ კურსი.
| 1 000 USD საუკეთესო შეთავაზებით (ჰაშ ბანკი) | 2,592.50 ₾ |
|---|---|
| 1 000 USD ყველაზე დაბალი კურსით (საქართველოს ბანკი (ბარათით)) | 2,539.00 ₾ |
| სხვაობა | 53.50 ₾ |
ციფრები ავტომატურად ახლდება GFX.GE-ის მიმდინარე კურსებით. 10.11.2026 21:52
3. აირჩიე ქალაქი
ზოგ ორგანიზაციას ფილიალებში სხვადასხვა კურსი აქვს. GFX.GE-ის მთავარ გვერდზე ქალაქს თუ აირჩევ, ცხრილი ამ ქალაქის ფილიალების კურსს აჩვენებს.
4. შეადარე არხები
ბანკის ციფრული კურსი, ანუ ინტერნეტ ან მობილურ ბანკში მოქმედი, ხშირად განსხვავდება ფილიალის კურსისგან, ბარათით გადახდისას კი ბარათის კურსი მოქმედებს. თუ თანხა უკვე ანგარიშზე გაქვს, ციფრული გაცვლა შეიძლება უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ნაღდი ფულით ფილიალში.
5. გადაამოწმე საკომისიო და ლიმიტები
ზოგი ორგანიზაცია დიდ თანხაზე სხვა კურსს სთავაზობს ან საკომისიოს იღებს. GFX.GE-ის გამოთვლები საკომისიოს არ ითვალისწინებს, ამიტომ ეს გაცვლამდე ადგილზე დააზუსტე.
6. შეამოწმე, რამდენად ახალია კურსი
კურსი შეიძლება შეიცვალოს, სანამ ფილიალამდე მიხვალ. GFX.GE-ზე თითოეულ კურსთან წერია ბოლო შემოწმების დრო, ხოლო კურსი, რომელიც 6 საათზე მეტია არ დადასტურებულა, საუკეთესოდ არ ითვლება.
მოკლედ
- ჩაბარებისას ეძებ მაღალ ყიდვის კურსს, ყიდვისას დაბალ გაყიდვის კურსს.
- შეადარე შედეგი ლარში შენს რეალურ თანხაზე.
- გაითვალისწინე ქალაქი, არხი, საკომისიო და კურსის სიახლე.